საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა ცენტრალურ
მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, მხოლოდ
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188
(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ173
(ლახამურა-კალა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ173-კმ188 (კალა-უშგული)
მონაკვეთზე აკრძალულია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია. კმ1-კმ30
(ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები