რამ განაპირობა თხილზე ფასის კლება? - ოთარ დანელიას არგუმენტები და გეგმები (ვიდეო)
14:55 / 10.02.2016
ქვეყანაში ქართული თხილის ფასების კლებაზე სოფლის მეურნეობის
მინისტრმა ოთარ დანელიამ
ზუგდიდში ყოფნისას განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ვითარება
სხვადასხვა ფაქტორმა შექმნა, მათ შორის სავაჭრო ბირჟებზე ფასის კლების
ტენდენციამ და გასული წლის მოსავლის დაბალმა ხარისხმა.
"მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული
თითოეული კილოგრამი თხილის ხარისხში, რომელიც გადის ქვეყნიდან. გასულ
წელს სამინისტრომ შეიმუშავა თხილის რეგლამენტი, რომელიც მთავრობის
სხდომაზე უახლოეს დღეებში დამტკიცდება და ამ მხრივ პრობლემა აღარ
იქნება, თუმცა საჭიროა ასევე, ქართული, ხარისხიანი თხილის
პოპულარიზაცია", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ცნობისთვის, ოთარ დანელია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც
გუბერნატორთან ერთად შეღავათიანი აგროკრედიტისა და გრანტის მეშვეობით
სამეგრელოში გახსნილი თხილის საწარმო დაათვალიერა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები