ზემო სვანეთის მიმართულებით გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის
ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა
შესაძლებელი, თუმცა მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით გარკვეული
შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზაზე, სადაც დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო
ლახამულა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზუგდიდი-მესტიის
მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო მესტია-უშგულის მონაკვეთზე დასაშვებია
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი
ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები