სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური
დეპარტამენტის უფროსს ზაზა სიხარულიძეს, კომპანიის რეგიონული ფილიალის
მენეჯერს დავით შელეგიას და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ზუგდიდის წყალმომარაგების
სისტემის მშენებლობაზე ისაუბრეს, რომლისთვისაც 39 593 106 დოლარი
იხარჯება. ზაზა სიხარულიძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები
უახლოეს დღეებში დაიწყება, ამჟამად კი პროექტის მოსამზადებელი
სამუშაოები სრულდება.
ზუგდიდის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობა და ქალაქის
დაქსელვა ერთდროულად მოხდება, რითაც ექსპლუატაციაში შესვლის პროცესი
დაჩქარდება. ზუგდიდში ასევე დაიწყება წყალარინების სისტემის
მშენებლობა, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ 38 მილიონი ლარი იქნება.
წყლისა და წყალარინების სისტემა კი ექსპლუატაციაში 2018 წლის
ბოლომდე შევა.
მხარის გუბერნატორმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის
წარმომადგენლებთან ერთად ჯვარში წყლის სისტემის რეაბილიტაციის
აუცილებლობაზეც ისაუბრა. კომპანია ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები