ქალაქ ზუგდიდის ააიპ "ზუგდიდდასუფთავება" უპატრონო ძაღლების
თავშესაფარში დროებით
გადაყვანაზე ტენდერს ხელახლა გამოაცხადებს.
ამის შესახებ "ზუგდიდდასუფთავების" დირექტორმა ნუგზარ მოლაშხიამ
ააპი-ის მუშაობის ანაგარიშის წარდგენისას განაცხადა, რა დროსაც
აღნიშნა, რომ ბოლო ტენდერი ხარვეზებით იყო გამოცხადებული და არც
ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე არ აკმაყოფილებდა
მოთხოვნებს.
"ჩვენ შევისწავლეთ დასავლეთ საქართველოში არსებული ძაღლების
თავშესაფრები. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ბათუმშია. როცა
გამოვაცხადებთ ტენდერს, ფასს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ", - აღნიშნა
მოლაშხიამ.
ამასთან, ის გამოვიდა ინიციატივით, მოქალაქეებმა საკუთარ სახლში
წაიყვანონ თითო უპატრონო ძაღლი.
"ყველას გვყავს ძაღლი და იმ ჩვენს ძაღლებთან წავიყვანოთ", - დასძინა
"ზუგდიდდასუფთავების" დირექტორმა.
ცნობისთვის, უპატრონო ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანაზე და
შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე "ზუგდიდდასაუფთავების" მიერ
გამოცხადებულ ტენდერში ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა.
აღნიშნული ცხოველთა მოყვარულებმა გააპროტესტეს. მათი მტკიცებით,
ოზურგეთის თავშესაფარში ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები