შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის
რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, 1991 წელს დაბადებული სალარეფ გ. ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
"ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 11
საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2
ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები