საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ზუგდიდს
ეწვევა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მთავრობის
მეთაური "რუხი მოლს" ოფიციალურად გახსნის. პრემიერთან ერთად ზუგდიდში
მთავრობის სხვა წევრებსაც ელოდებიან.
გიორგი კვირიკაშვილი სავარაუდოდ, რუხში მშენებარე საავადმყოფოს და
კომბინატის დასახლებაში უეფას სტანტარდების შესაბამისი სტადიონის
მშენებლობასაც დაათვალიერებს.
პრემიერის ვიზიტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მთავრობის
ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები