სოფელ რუხში მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული რიგით 31-ე
საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
საზოგადოებრივი ცენტრის კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად
მიიღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს,არქივიდან ბიოგრაფიულ
ცნობებს,ქონების დარეგისტრირებას,სანოტარო სერვისს, უფასო იურიდიულ
დახმარებას და ასევე ისარგებლებს კერძო სექტორის ("ლიბერთი
ბანკი","მაგთიკომი," ,"მექანიზატორი" ) მომსახურებით.
პრემიერ- მინისტრს საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა
წულუკიანმა დაათვალიერებინა.მისი განმარტებით,სახელმწიფოს სერვისების
კომფორტულ გარემოში გაცემა დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა .დღეს უკვე
31 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს საზოგადოებრივი ცენტრის
მაღალი დონის მომსახურებით.
საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ რუხში სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის
დაფინანსებით აშენდა.
მასალის გამოყენების პირობები