სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული
სამმართველოს უფროსი
შალვა შენგელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, შენგელიამ გათავისუფლების
შესახებ განცხადება თავად დაწერა.
შენგელიას პოსტის დატოვების მიზეზები უცნობია. ასევე უცნობია, ვინ
ჩაანაცვლებს მას რეგიონში.
ცნობისთვის, შალვა შენგელია აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის
სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ დაინიშნა. მოგვიანებით ის პოსტიდან
გაათავისუფლეს, თუმცა გასული წლის თებერვალში კვლავ დააბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები