საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიოორგი კვირიკაშვილი დღეს ორდღიანი
ოფიციალური ვიზიტით
ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური
ცერემონიის შემდეგ, კვირიკაშვილი თავის ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ
სობოტკას შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით
გამართავენ მოლაპარაკებებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ჩეხეთის
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს
გააკეთებენ.
დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის
პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის
თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან.
ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ
მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.
ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი
შეხვდება ქართველ სტუდენტებს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი,
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ დანელია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი
გიგიაძე.
მასალის გამოყენების პირობები