ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
დიდთოვლობის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188
(კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ვტოტრანსპორტის
მოძრაობა.
ამავე გზის კმ100-კმ173 (ლახამულა-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია)
მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ138-კმ173 (მესტია-კალა) მონაკვეთზე
დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები