დიდთოვლობის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის
მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის
ლახამულა-კალას მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა
აკრძალულია.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე
თავისუფალია, ხოლო მესტია-კალას მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის
მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები