დიდთოვლობის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის
კმ100-კმ173 (ლახამულა-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ138-კმ173
(მესტია-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები