ზუგდიდის საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ „ბაიას“ ბაზაზე ვარჯიში დღეს
14:00 საათზე ჩაატარა.
ამის შესახებ რადიო
“ათინათს“ კლუბის
დირექტორმა გელა ინალიშვილმა განუცხადა.
„ზუსტად 2 საათზე გავიდნენ ბიჭები სავარჯიშოდ. მოგეხსენებათ, იქმნება
ფეხბურთის ფედერაციაში ფონდი. ზუგდიდის მერიამ თავის დროზე გადმორიცხა
ფეხბურთელებისთვის ხელფასი, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ დაადო
ყადაღა, რადგან მთლიანი თანხის აკუმულირება ამ ფონდში უნდა მოხდეს.
ჩვენ ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციას და სპორტის მინისტრსაც
ვესაუბრეთ და ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა რამდენიმე დღეში
მოგვარდება,“ - განმარტა კლუბის დირექტორმა.
გელა ინალიშვილმა არ დაუდასტურა
„ათინათს“
დილით საფეხბურთო ბაზაზე ვარჯიშის ჩაშლის მცდელობა, თუმცა
„ათინათის“ ინფორმაციით, სახელფასო
დავალიანების გამო ფეხბურთელებსა და მწვრთნელს დილას არ
უვარჯიშიათ.
მომდევნო შეხვედრას ზუგდიდის "ზუგდიდი" "ბაიას" ბაზაზე 27 თებერვალს
ცხინვალის "სპარტაკთან" გამართავს.
ამავე თემაზე: სახელფასო
დავალიანების გამო ზუგდიდის “ზუგდიდმა“ ვარჯიში ჩაშალა
მასალის გამოყენების პირობები