26 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 06:30 საათიდან
09:30 საათამდე გამოირთვება ელექტროგადამცემი ხაზი
„ნოჯიხევი“ (ქვესადგური ხობი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურების ცენტრის 3815 აბონენტს (2597
აბონენტი ქალაქი ხობი და 1218 აბონენტი სოფლები: კოლხეთი, პირველი
მაისი, ალიონი).
ასევე, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 12:00 საათიდან 13:00 საათამდე
გამოირთვება ქვესადგური “ჩხორჰესის“ 10 კვ შემყვანი (10 კვ უჯრედების
მოწესრიგების მიზნით), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით
შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრის 4252 აბონენტს (3328
აბონენტი ქალაქი ჩხოროწყუ და 924 აბონენტი სოფლები: ნაკიანი, ახუთი,
გარახა).
მასალის გამოყენების პირობები