გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა
აგულაშვილმა
და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან
შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა
გამართეს.
მინისტრმა და გუბერნატორმა ადგილობრივებს მარტვილის კანიონის ბუნების
ძეგლზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გააცნეს.
ამავე შეხვედრაზე მოსახლეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ
ინიციატივაზე ესაუბრნენ. სააგენტო 5 წლის ვადით იჯარით გასაცემად
მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპლუატაციოდ გამზადებულ
280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთის გატანას გეგმავს. აუქციონის საწყისი
ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება. მინისტრმა ადგილობრივ
მოსახლეობას აუქციონში მონაწილეობის პირობებიც განუმარტა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მარტვილის კანიონის
ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს
შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. მათივე მტკიცებით,
რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე
და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე.
მასალის გამოყენების პირობები