რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებმმა საავტომობილო გზა გადაკეტეს (ვიდეო)
ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ბაზრის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოგვიანებით სამართალდამცავების მოთხოვნით გზა გაათავისუფლეს.

მოვაჭრეები შესასვლელთან არსებული დახლების შესაძლო დაშლას აპროტესტებენ. ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების განმარტებით, ქალაქის მერიისგან კონსტრუქციის დაშლის შესახებ განკარგულება მიიღეს. მათივე თქმით, თვითმმართველობა კონსტრუქციის დასაშლელად 2 დღეს აძლევს.

"ბაზრის ადმინისტრაციას კონსტრუქციის დაშლის უფლებას არ მივცემთ, ჩვენ სად წავიდეთ... აქციებს არ შევწყვეტთ. ადმინისტრაცია თუ არ დაშლის კონსტრუქციას-დააჯარიმებენ, მათ ამის თანხა არა აქვთ",-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მერიამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (250 კვ/მ) აუქციონის წესით იჯარით გასცა. აუქციონი პირობიანი იყო და ახალმა მეპატრონემ ადგილობრივ ბიუჯეტში წლიურად 67 ათასი ლარი უნდა შეიტანოს. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია კანონიერად გასხვისდა და აქამდე, აღნიშნული ტერიტორიიდან, სადაც მოვაჭრეები ათეული წლებია მუშაობენ, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არ ირიცხებოდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.