დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეთა სანიციატივო ჯგუფმა ე.წ. ცენტრალურ
საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა,
რომლის თანახმად, ისინი რეფერენდუმის ჩატარების უფლებას ითხოვენ.
საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც დაურ ტანია ხელმძღვანელობს, 46
ადამიანისგან შედგება.
აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასევე
რეფერენდუმის კომისიის ფუნქციები დაეკისრება.
დაურ ტანიამ განაცხადა, რომ მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელიც რეფერენდუმის
ჩატარების ინიცირების უფლებით სარგებლობს, ცენტრალურ საარჩევნო
კომისიას დღეს მიმართა. მისი თქმით, "ქვეყანაში არსებული კრიტიკული
საზოგადოებრივ - პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით...ჩვენ
აუცილებლად მივიჩნიეთ რეფერენდუმზე გავიტანოთ შემდეგი კითხვა: "თვლით
თუ არა, რომ აუცილებელია აფხაზეთის რესპუბლიკაში ვადამდელი
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება",- განმარტა მან.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ
აღნიშნა, რომ რეფერენდუმზე გატანილი საკითხი საინიციატივო ჯგუფმა
მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს, რათა მასზე შეუძლებელი იყოს
ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა.
მასალის გამოყენების პირობები