ზუგდიდში დევნილთათვის ბინების გაცემაზე აპლიკაციის შევსება დაიწყო
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების გადაცემის მიზნით
აპლიკაციის შევსება დაიწყო.
აჭარისა და სამეგრელო-ზემოს სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის
მანუჩარ ჩილაჩავას განმარტებით, დევნილებს, რომლებმაც ბინების
მიღებაზე განაცხადი 2014 - 2015 წლებში შეიტანეს, აპლიკაციის
ხელახლა შევსება არ მოუწევთ.
აპლიკაციის შევსება დღეს დაიწყო და ის ორ თვეს გაგრძელდება. “საქმე
ეხება ბარამიას ქუჩაზე მშენებარე 2 თორმეტ სართულიან კორპუსს და
ფაიფურში ,დემურიას #1 ნომერში, არსებულ ადმინისტრაციულ შენობას,
რომელშიც რეაბილიტაცია- დემონტაჟის შემდეგ 47 ოჯახი შესახლდება”, -
განუცხადა რადიო „ათინათს“ მანუჩარ ჩილაჩავამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ საცხოვრებელ
კორპუსებში აფხაზეთიდან დევნილმა 320- მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი 1
წლის წინ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები