დე ფაქტო აფხაზეთში ახალი პოლიტიკური ბლოკი ხელისუფლების კრიზისზე საუბრობს
ოპოზიციური პარტიის "ამცახარა" პოლიტსაბჭო თვლის, რომ პოლიტიკური
ძალების ახალი კავშირის შექმნა "ქვეყანაში ხელისუფლების ღრმა კრიზისზე
მეტყველებს".
"ამცახარა" ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს ბლოკი აერთიანებს იმ
პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც, რომლებიც , არც თუ ისე შორეულ წარსულში,
"მოქმედ ხელისუფლებას აქტიურად უჭერდა მხარს".
აფხაზური მედიის ინფორმაციით , "რესპუბლიკურმა პარტიამ " ედინაია
აბხაზიამ", კომუნისტურმა პარტიამ, ეკონომიკური განვითარების პარტიამ,
აფხაზეთის სახალხო პარტიამ, აფხაზეთის ვეტერანთა კავშირმა და
საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობის ფონდმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას
ეროვნული ერთიანობის საბჭოს შექმნის შესახებ".
მასალის გამოყენების პირობები