4 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის ტექნიკური სამსახურის
მიერ 9:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური პატარა
„ფოთი - I“ სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდება ფოთის მომსახურების ცენტრის 4193 აბონენტს (
შტაბისა და ნაბადის უბანი).
ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური
სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის 6 კვ.
ფიდერები: N1, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე -1105 აბონენტი და
ფიდერი N 2 12:30 საათიდან 14:00 საათამდე - 1553 აბონენტი, გეგმიური
სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 2658 აბონენტს (
ქალაქის ცენტრი).
მასალის გამოყენების პირობები