დე ფაქტო აფხაზეთში დისლოცირებულმა სამხრეთის სამხედრო ოლქის
საარტილერიო ქვედანაყოფებმა
ნაღვალოუს და გუდაუთის პოლიგონებზე სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.
ღონისძიებაში ჩართული იყო სახმელეთო ჯარების 400-ზე მეტი სამხედრო და
40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, საომარ მოქმედებებთან მაქსიმალურად
მიახლოებული სწავლებები,თანამედროვე საიმიტაციო საშუალებებით
აღჭურვილ, საარტილერიო ტაქტიკურ ველებზე განხორციელდა.
აღნიშნული წვრთნების ფინალური ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში
კრასნოდარის მხარის სამხედრო პოლიგონზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები