რეგიონი
ვეტერნთა ნაწილის გუშინდელ აქციას კონტრაქციით უპასუხეს (ვიდეო)

ზუგდიდში,ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ვეტერანთა ნაწილმა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი გუშინ, ამავე ადგილას, გამართულ აქციის გამოეხმაურნენ, სადაც ვეტერანების გარკვეული ნაწილი, მათთვის მეორადი ტანსაცმლის გამოგზავნის გამო, თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსის ირაკლი შიხიაშვილის გადგომას ითხოვდა.

დღევანდელი აქციის მონაწილეების განმარტებით, ომის ვეტერანებისთვის მეორადი ტანსაცმელი ირაკლი შიხიაშვილს არ გამოუგზავნია და ვეტერანებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, ამის გამო მისი გადადგომა მოეთხოვათ.

რაც შეეხება მათთვის სტატუსის მინიჭების პროცესს, ვეტერანთა დეპარტამენტის სამეგრელოს განყოფილების უფროსის ლაურა ადამიას თქმით, რეგიონში 4000-მდე ვეტერანია, რომელთა დიდმა ნაწილმა გაიარა კომისია და ომის ვეტერანის სტატუსი მას უკვე მიენიჭა. მისი განმარტებით, დანარჩენებისთვის რეგისტრაცია მუდმივ პროცესში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ომის ვეტერანებმა სტატუსის მინიჭების მოთხოვნით აქცია გამართეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს.
11 / აპრილი 2025
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 130 მოზარდი საარსებო შემწეობას იღებს.
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.