რეგიონი
ვიაჩესლავ ჩირიკბა გალის შეხვედრების აღდგენას არ გამორიცხავს
აფხაზურმა მხარემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ერთობლივი განცხადების პროექტი წარუდგინა, რომელშიც "საზღვარგარეთ" აფხაზური დოკუმენტების აღიარებას მოითხოვს.

ამის შესახებ თანათავმჯდომარეებთან კონსულტაციის შედეგების განხილვისას ჟურნალისტებს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა.

"ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი გვაქვს, მორიგი რაუნდი კონსტრუქციული იქნება", - განაცხადა ჩირიკბამ.

შეხვედრაზე საუბარი პრევენციის მექანიზმისა და ინცინდენტებზე რეაგირების გალის შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობასაც შეეხო.
ჩირიკბამ ჟურნალისტებს 2009 წელს მიღებული დოკუმენტი შეახსენა, რომელშიც მითითებულია მონაწილეები და მათი რაოდენობა.

"თუ სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით ვიმოქმედებთ, მათ აღდგენას ძალიან ადვილად შევძლებთ. ერთადერთი პრობლემა პოლიტიზაციაა. თუ საკითხი პოლიტიზირებული არ იქნება, შეხვედრები მალევე აღდგება", - აღნიშნა მან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯომარემ ავროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გალის შეხვედრების აღდგენის საკითხს დადებითად გადაწყვეტენ.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, დღეს , სოხუმში, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 22-23 მარტს გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.