ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის
ორგანიზებით, კინოთეატრ "ატრიუმში" ანიმაციური ფილმის
ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე ახალგაზრდები და ცენტრის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის
მხარდაჭერის პროგრამის (PIთA) ფარგლებში განხორციელდა. ის მიზნად
ისახავს შშმ პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში.
პროექტი საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) ფინანსური მხარდაჭერით
ხორციელდება. სამეგრელოში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია
"ათინათი".
მასალის გამოყენების პირობები