საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ
სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს.
პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დასავლეთ სარდლობის შტაბსა და მეორე ქვეითი
ბრიგადის პირად შემადგენლობას დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა
თინა ხიდაშელმა წარუდგინა.
პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში 1999
წლიდან მსახურობს. სარდლობამდე ის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის
მეთაური იყო.
როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, ჯაბახიძის სამხედრო ბიოგრაფია
აფხაზეთის ომით იწყება, სადაც ის მოხალისედ წავიდა და შავნაბადის
ბატალიონში ფაქტობრივად ომის დამთავრებამდე იბრძოდა.
ჯაბახიძეს მიღებული აქვს ჯილდოები, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი
მედლები - "გენერალი კვინიკაძე", "გენერალი მაზნიაშვილი", ასევე
"სამშობლოსთვის თავდადებული," გარდა ამისა, სამსახურებრივ-საშტატო
იარაღი და აშშ-ს მედლები საბრძოლო დამსახურებისთვის 2006-2007 წლებში.
მასალის გამოყენების პირობები