ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში რკინა-ბეტონის 2
კილომეტრიანი გზის
დაგება უახლოეს მომავალაში დაიწყება. დარჩელის ადმინისტრაციული
ცენტრიდან ტელმანის უბნამდე გზის მოსაწყობად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გამგეობამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 550 ათასი ლარია.
სატენდერო დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ რკინა-ბეტონის საფარი 18
სმ უნდა იყოს. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2 თვეში
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები