საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
მინისტრმა სოზარ სუბარმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ
და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მარტვილში 44
დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.
მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის გაზიფიცირებისათვის
საჭირო ხარჯები დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოები
მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება. ყოფილი სკოლა-ინტერნატის
შენობაში დევნილებს ბუნებრივი აირი 2010 წლიდან არ მიეწოდებათ.
გარდა ამისა, მინისტრები დევნილებს გაესაუბრნენ და მათ პრობლემებს
გაეცნენ. თავის მხრივ მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილებს
სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" მონაწილეობისკენ
მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები