ქუთაისის აეროპორტიდან მესტიაში ხვალიდან ახალი ავიარეისები შესრულდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს - 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა
და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი - ქუთაისისა და
ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით. ბილეთის ფასი 50 ლარი იქნება.
ფრენები მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტიის მიმართულებით ყოველ
ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი
ზრდასრულთათვის 40 ლარი იქნება, ბავშვებისთვის - 28 ლარი,
ჩვილებისთვის უფასო.
ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება
რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და
კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ბავშვებისთვის კი 45
ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა).
რეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი
საჰაერო ხომალდით. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების
შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია "Vanilla Sky”-ში.
მასალის გამოყენების პირობები