ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო
ხიდის მშენებლობა დასრულდა. მონოლითური
რკინაბეტონის ხიდ-ბოგირი 9 მეტრის მოცულობისაა და მისი სამშენებლო
სამუშაოები ზუგდიდის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან განხორციელდა.
წლების განმავლობაში ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც საფრთხეს
უქმნიდა მოსახლეობის გადაადგილებას.წვიმის დროს კი ხიდზე გადასვლა
ფაქტიურად შეუძლებელი გახდა.
დღეიდან ხიდ-ბოგირით ისარგებლებს სოფლების: კოკის და ორსანტიის
მოსახლეობა.
ხიდის მშენებლობისთვის სარეზერვო ფონდიდან 29.735 ლარი იქნა
გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები