სოხუმის რკინიგზის სადგურის შენობასთან სამშენებლო ხარაჩოების მონტაჟი
დაიწყო, რასაც შენობის სახურავის დემონტაჟი
და რემონტი მოჰყვება. ამის შესახებ "სპუტნიკ აბხაზიას" დე ფაქტო
რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა ზურაბ
ხაჯიმბამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შენობის სრულ
რეკონსტრუქციაზე ნაადრევია საუბარი.
ხაჯიმბას ინფორმაციით, შენობის სახურავის აღდგენითი სამუშაოები 14
მარტს დაიწყება და წინასწარი გათვლებით, 30 მილიონი რუბლი
დაჯდება.
აფხაზური მედიის ცნობით, რკინიგზის სადგური ემსახურება
შემადგენლობებს, რომლებიც შემდეგი მიმართულებებით მოძრაობენ: სოხუმი-
ფსოუ, სოხუმი- ოჩამჩირე, მოსკოვი-სოხუმი, სანქტ-პეტერბურგი - სოხუმი,
ბელგოროდი - სოხუმი. ასევე მოძრაობს ელმავალი ადლერი - სოხუმის
მიმართულებით.
სოხუმის რკინიგზის სადგური 1951 წელს აშენდა.
მასალის გამოყენების პირობები