ჩიქობავას ქუჩის მოსახლეობამ სხვადასხვა მოთხოვნით გზა გადაკეტა (ვიდეო)
15:12 / 11.03.2016
ზუგდიდში,არნოლდ ჩიქობავას ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო
აქცია
გამართა და მიმდებარე, მახარაძის ქუჩა გადაკეტა . ადგილობრივები
ჩიქობავას ქუჩის განათებას, ასფალტით მოპირკეთებასა და კანალიზაციის
მოწყობას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ მერიაში
განცხადება რამდენჯერმე შეიტანეს ,თუმცა, მათი თქმით, დაპირებების
მიუხედავად ყურადღება არავინ მიაქცია. ადგილზე მობილიზებული იყო
საპატრულო პოლიცია. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები
გაესაუბრნენ. მათი თქმით ტენდერი აღნიშნულ ქუჩაზე გამოცხადებულია და
სარეაბილიტაციო სამუშაოები,სავარაუდოდ, ერთ ან ორ თვეში დაიწყება
.
აღნიშნულ ფაქტს ზუდიდის მერია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა,
რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
„აქციის მონაწილეების მოთხოვანსათან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ
ჩიქობავას ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი უსაფუძვლოა, რადგან მიმდინარე
წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ჩიქობავას ქუჩაზე გარე
განათების მონტაჟი. კონკრეტულად ჩიქობავას ქუჩაზე გარეგანათების
მოწყობისათვის 34 128 ლარი გაიხარჯება. აღნიშნულ ქუჩაზე გარეგანათების
40 ბოძი დამონტაჟდება. ტენდერი აღნიშნული სამუშაოების
განხორციელებისათვის უკვე გამოცხადებულია. 17 მარტს ცნობილი იქნება
აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიაც. ტენდერის პირობების
თნახმად, გარე განათების დასრულების თარიღად, ხელშეკრულების
გაფორმებიდან 78-ე სამუშაო დღეა განსაზღვრული. აქვე აღვნიშნავ, რომ
ჩიქობავას ქუჩის პარალელურად, გარეგანათების მოწყობა 55 ქუჩაზე
იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი
დაინტერესებული პირისათვის“.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები