ფოთში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ორი სეინერი დააკავეს
შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე
ფოთის საზღვაო ნავსადგურში
საქართველოს დროშით მცურავი ორი თევზსაჭერი სეინერი " „KOROGLU
BALIKCILIK” და “TRABZON SU URUNLERI-1" დააკავეს.
უწყების ცნობით, გემის კაპიტნებს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ
ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.
საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის
1-ლი ნაწილით) დაიწყო. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის
საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები