14 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება
ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის 6 კვ ფიდერი N 10 11:00 საათიდან 12:30
საათამდე - 640 და ფიდერი N11 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 535
აბონენტი გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების
ცენტრის 1175 აბონენტს ( ქალაქი).
ასევე,11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ
ელექტროგადამცემი ხაზი „ცივი“ (ქვესადგური ფოცხო-I-II) სარემონტო
სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით
შეეზღუდება სენაკის მომსახურების ცენტრის 1224 აბონენტს (სოფლები:
ლეძაძამე, ფოცხო-კიროვი, კოლოპია, უშაფათი, ფოცხო ცენტრი).
15 მარტს კი გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“-ის ტ-1 ის 35 კვ
შემყვანი 5-10 წუთით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში
(ჩართვა-გამორთვისას) გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის
გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის
მომსახურების ცენტრის 7743 აბონენტს ( ქალაქი).
მასალის გამოყენების პირობები