გუბერნატორი: "ზუგდიდში სოციალურად დაუცველი სტუდენტები უფასოდ იმგზავრებენ"
ზუგდიდში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტები შეღავათებით
ისარგებლებენ. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა
ლევან შონიამ შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გამართული
შეხვედრისას განაცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, სტუდენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით
მგზავრობის დროს ნახევარ ფასს გადაიხდიან, ხოლო სოციალურად დაუცველი
სტუდენტები - უფასოდ იმგზავრებენ.
ცნობისთვის, ლევან შონიამ დღეს სტუდენტებს მთავრობის საქმიანობის 3
წლის და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები