ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ უწყებაში დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლს უმასპინძლა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან
საკითხებთან ერთად უწყების მიერ განხორციელებული, მიმდინარე და
დაგეგმილი საქმიანობები, ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტები
და თანამშრომლობის გზები განიხილეს.
შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და
თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები