ზუგდიდში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლების აქციაზე
სამართალდამცავებმა კიდევ ოთხი პირი დააკავეს.
მათი აყვანა მაშინ მოხდა, როდესაც "მეტრო პლიუსმა" ავტობუსი
შემოიყვანა და აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები სამმართველოში ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის გამო გადაიყვანეს.
აქციაზე ერთ-ერთი პირი შეუძლოდ შეიქმნა, ამ დროისათვის ის
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"არ დავუშვებთ მეტრო პლიუსის შემოსვლას, ამას მოჰყვება სისხლის ღვრა",
- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დილიდან ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც დღეს "მეტრო
პლიუსის" ავტობუსს თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უნდა
განეხორციელებინა, მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ამავე აქციაზე დილით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
კომპანიამ რეისის განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლო, აქციის
მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები