აფხაზეთთან პირობით საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა შემცირდება
აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა
შემცირდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე
დღეს მიიღეს. ერთ თვეში დაიხურება ორი პუნქტი - "თაგილონი" და
"ლეკუმხარა". აფხაზური მედიის ცნობით 2012 წელს დე ფაქტო აფხაზეთის
მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად
ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 გამშვები პუნქტი ამოქმედდა.
ე.წ. პრემიერ მინისტრის არტურ მიქვაბიას თქმით, გალის რაიონის ქვედა
ზონისკენ მიმავალი გზის შეკეთების შემდეგ, მესაზღვრეების წინადადებით,
მხოლოდ ორი პუნქტი იმოქმედებს : ერთი, რომელიც ენგურის საავტომობილო
ხიდზეა განთავსებული. მეორე - გალის დაბალ ზონაში.
მასალის გამოყენების პირობები