ფოთში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი გეგმი დააკავეს
სამართალდამცავებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის
დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი
გემი "BAKAN" ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს. შსს- ს
ინფორმაციით, გემის კაპიტანს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ
ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
მათივე ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე
(საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე
პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით) დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები