სამეგრელოს სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი ინვენტარი გადაეცა
სამეგრელოს სასწრაფო დახმარების ცენტრს პაციენტისთვის პირველადი
გადაუდებელი დახმარების
გასაწევად 20-მდე დასახელების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი
გადაეცა.
ექიმებსა და რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებს აღნიშნული
მოწყობილობის მოხმარებაში შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდათ.
პერსონალის სწავლის პროცესსა და ინვენტარის გადაცემას სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები