ზუგდიდში,სამხარეო ადმინისტრაციის წინ მძღოლებმა შიმშილობის დაწყება
და კარვების გაშლა
სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ასევე
სამართალდამცველებმა ის რკინის კონსტრუქცია დაშალეს,რომლითაც აქციის
ტერიტორია იყო შემოსაზღვრული.
ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია აცხადებს,რომ
მერია მზადაა მძღოლებთან მოლაპარაკების დასაწყებად,თუმცა ისინი
შეხვედრაზე უარს აცხადებენ.
მძღოლები დილიდან აქციას მართავენ მოთხოვნით, რომ კომპანია
"მეტრო+"-მა დატოვოს ქალაქი. ისინი კომპანიის ლობირებაში ადგილობრივ
ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები