გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების
ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
კერძოდ, 22 მარტს ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00
საათამდე 5-10 წუთით გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -2“, რის გამოც
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურების
ცენტრის 7 743 აბონენტს.
მასალის გამოყენების პირობები