ზუგდიდის გამგეობა: განმუხურში მიწის ნაკვეთი კანონიერად იყიდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის
სამსახურის უფროსის
თენგიზ ქობალიას განცხადებით, განმუხურის ბულვარის ნაწილი კანონიერად
იყიდება. ამასთან, მისივე თქმით, განმუხურის სანაპიროს მიმდებარე
ტერიტორიას ოფიციალურად ბულვარის სტატუსი არ ჰქონია და ის არც
რეკრეაციული ზონაა.
"აღნიშნული მიწა იყიდება რეალურ და არა სიმბოლურ ფასად.
განხორციელდება ინვესტიცია, ამაში ცუდი არაფერია",- აღნიშნა
ქობალიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და
მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ,შენობა-ნაგებობებით, აუქციონის
წესით იყიდება. საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120
ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ
10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები
აპროტესტებენ და აქციებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები