23 მარტს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00
საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი -3“, რის
გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის
მომსახურების ცენტრის 3503 აბონენტს ( ქალაქი 3072 აბონენტი და 431
აბონენტი სოფლები: კოლხეთი და ახალი სოფელი).
ასევე,11:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური
„ფოთი-5“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ
ფოთის მომსახურების ცენტრის 1088 აბონენტს (ლტოლვილთა დასახლება).
მასალის გამოყენების პირობები