აბაშის 4 ახალი საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა
ლევან შონიამ, აბაშის გამგებელმა
მამუკა კვიტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძემ
გახსნეს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლამდელი დაწესებულება
ტყვირში, პირველ მაისში, გაუწყინარსა და სეფიეთში გაიხსნა. ბოლო სამი
წლის განმავლობაში აბაშაში სულ 7 აახალი საბავშვო ბაღი აშენდა და 5
(ონტოფო, მადანი, სამიქაო, ზანათი, სუჯუნა) რეაბილიტირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კი ბოლო სამი წლის განმავლობაში
აშენდა და რეაბილიტაცია 200-ზე მეტ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.
გუბერნატორის განცხადებით, ბაღების მშენებლობა რეგიონში წელსაც
პრიორიტეტულია, ლევან შონიას განმარტებით, მნიშვნელოვანია ბავშვებმა
პირველადი განათლება თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღონ.
მასალის გამოყენების პირობები