საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპოლიციო შემოწმებები
ხორციელდება. ე.წ. "რეიდები" ჩატარდა
ფოთშიც, სადაც სამართალდამცავები როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე
ავტომობილებს აჩერებდნენ და ამოწმებდნენ.
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შსს-ში აცხადებენ, რომ საპოლიციო კონტროლი
მინისტრის ბრძანებით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი რეიდები საქართველოში რამდენიმე კვირის
წინაც ჩატარდა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე ადგილზე სხვადასხვა
ტიპის უკანონო იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღო.
მასალის გამოყენების პირობები