"საერთაშორისო გამჭვირვალობა": "ზუგდიდის სოფლებში პრობლემები მეტნაკლებად გადაჭრილია"
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, ზუგდიდის
რაიონის სოფლების მცხოვრებლების მიერ 2013-2015 წლებში დასახელებული
პრობლემების ნახევარზე მეტი მოგვარებულია.
როგორც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციის რეგიონულმა
კოორდინატორმა არჩილ თოდუამ განმარტა, ზუგდიდის 30 სოფელში
მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიზანი არსებული პრობლემების
გამოვლენა და შესაბამისი უწყებებისთვის წარდგენა იყო.
„მოსახლეობამ მთლიანობაში 131 პრობლემატური საკითხი გამოავლინა,
რომელთაგან გამგეობის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, 71 უკვე
მოგვარებულია ან შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, 16 საკითხი
კვალავ განიხილება, ან შეტანილია 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში.
6 პრობლემური საკითხის მოგვარების მოთხოვნით კი ზუგდიდის გამგეობამ
შესაბამის უწყებებს წერილობოთ მიმართა“, - აღნიშნა თოდუამ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები “საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად
„ათინათის“ პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული
თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში გამართა.
მასალის გამოყენების პირობები