ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში
ფუნქციონირება
დაიწყო სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა "გორგიამ".
დღეს "გორგიას" ფილიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან
შონიამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია
თურნავამ და კომპანიის დირექტორმა გია გორგოშაძემ გახსნეს.
"მიხარია, რომ აფხაზეთთან ძალიან ახლოს გაიხსნა ჰიპერმარკეტ "გორგიას"
ფილიალი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ
დებს და ძმებს, დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ გამყოფ ხაზთან ძალიან
ახლოს, დაბალ ფასად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეიძინონ
პროდუქცია, რომელიც მათ ოჯახებს სჭირდებათ. "რუხის მოლი" არ არის
მხოლოდ სავაჭრო ცენტრი, ეს არის ახალი ურთიერთობების დაწყების
შესაძლებლობა ჩვენს აფხაზ მეგობრებთან" - განაცხადა სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორმა ჰიპერმარკეტის გახსნაზე.
რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში
დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში
ობიექტზე 300 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის
შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.
რუხის სავაჭრო ცენტრის პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.
ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო
ფონდის მიერ განხორციელდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები