ზუგდიდში რეგიონში განსახოერციელებელი პროექტები განიხილეს (ვიდეო)
12:06 / 25.03.2016
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაფართოებული
თათბირი გაიმართა. მას მხარის მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ
თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსი გიორგი
ამაშუკელი, რეგიონული და მუნიციპალური პროექტების სამსახურის უფროსი
გიორგი როინიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან
შონია დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული
პროექტები განიხილეს.
რეგიონის 2016 წლის ყველაზე მთავარ პროექტებად ანაკლიის პორტი,
ზუგდიდის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია, ტექნოინოვაციური პარკი,
ბოტანიკური ბაღის აღდგენა, სპორტის სასახლეების მშენებლობა და
ახალგაზრდული ღონისძიებები სახელდება.
ამასთან, სამუშაო შეხვედრაზე, ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით
2017 წლის მთავარი პრიორიტეტების განხილვა გაიმართება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს, 200-მდე მსხვილი
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, აქედან 50
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე, აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდნეტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეების მხარდაჭერის შესახებ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად 39 320 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები