"ნაციიონალური მოძრაობის" ორგანიზებით განმუხურში მორიგი საპროტესტო
აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა,
დეპუტატებმა სერგო რატიანმა, გიორგი თევდორაძემ და ადგილობრივი
მოსახლეობის ნაწილმა ბულვარის აუქციონზე გასაყიდად გატანა
გააპროტესტეს.
სერგო რატიანის განცხადებით, ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და მისი
გაყიდვა ყოვლად დაუშვებელია. „ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ
ისარგებლოს ხალხმა და არა მხოლოდ კერძო ბიზნესმენმა.
ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს არა ბულვარზე, არამედ მის გარშემო,
ბულვარის გაყიდვა არის სამარცხვინო საქციელი ახლანდელი
მთავრობის“-განახცადა სერგო რატიანმა
ადგილობრივების ინფორმაციით, კი სასტუმროს აშენების შემდეგ ისინი ვერ
შეძლებენ გასაყიდი ბულვარის ნაწილის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე
გასვლას და მისი გაყიდვის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და
მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით, აუქციონის
წესით იყიდება.
საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120 ნომრის მქონე
სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ 10 000 000
ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონი 30 მარტს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები